14.ივნისი .2021 12:40

ივლის-ოქტომბრის პერიოდში საქართველო 3 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას მიიღებს - სამინისტრო

ივლის-ოქტომბრის პერიოდში საქართველო 3 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას მიიღებს - სამინისტრო
views 4930
უკან

ივლის-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა 3 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ-ჯონსონის“ ვაქცინები.

გარდა ამისა, კოვაქსის პლატფორმით უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი.

ამ დროისთვის კი "სინოვაკის" ვაქცინით უკვე ექიმები, ტურიზმის სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. ქვეყნის 2 დიდ ქალაქში თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება. ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს.

14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა