მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე

6074a58a87b15
თამთა ჯიჯავაძე
12.04.21 23:52
15749
ივლისიდან ქვეყანაში იგეგმება მასობრივი იმუნიზაცია, როდესაც ჩვენ დღეში უნდა გავაკეთოთ 10 000-დან 15 000-მდე აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ივლისის შემდეგ ექვსი თვის მანძილზე ქვეყანა უნდა „გავიდეს იმ სამიზნეებზე, რასაც ითვალისწინებს ეროვნული გეგმა“.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, ამჟამად ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ორ მთავარ მწარმოებელთან მიმდინარეობს.

„ეს არის „ნოვავაქსი“, ამერიკული კოპანია, რომლის ვაქცინაც ბაზარზე ივნის-ივლისში გამოჩნდება, და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ 1 მლნ დოზა ვაქცინის მოწოდებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების კუთხით ქვეყანა უფრო წინაა „ნოვავაქსთან“. რაც შეეხება „ფაიზერს“, ჯერ ნაკლებად ცნობილია, თუ როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება, თუმცა, ეს დიდი ალბათობით ივლისიდან იქნება.