ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ივნისის ბოლოს ვადა ეწურება. ქარხნები პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ.
როგორც ცნობილია, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვით (დეკემბერი-მარტი) აამოქმედა, აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს (მიზანი:პირველი ხარისხის ფქვილის 53 ლარად რეალიზაცია), თუმცა 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი (67-68 ლარი) იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.
შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე პირველი ეტაპის ვადის გასვლის შემდეგ სუბსიდიის პროგრამა კიდევ 3 თვით გაგრძელდა. გაზრდილი კომუნალური ხარჯებისა და სუბსიდიის დღგ-თი დაბეგვრის გამო 20 ლარამდე გაიზარდა სუბსიდიის თანხაც.
იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასი მცირედით შემცირდა და ქვეყნები ახალ მოსავალს ელიან, მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუბსიდიის პროგრამიდან გამოსვლისთვის სახელმწიფოსთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა, თუმცა არის მეორე ობიექტური რეალობაც, რამდენად შეძლებენ პურის ქარხნები პურზე ფასის შენარჩუნებას.
სანამ ფქვილის სუბსიდიის საკითხი გადაწყდება და რუსული ხორბლის ახალი ფასიც დადგინდება, პურის ქარხნები უკვე ღიად ამბობენ, რომ ვერც ბუნებრივი აირის და ვერც ფქვილის სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, რადგან ფასები გაიზარდა ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის თვითღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მომავალი თვიდან მოქალაქეებს პური 20-25 თეთრით გაუძვირდეთ.
„პურის ქარხნები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალები, დისტრიბუცია - ყველაფრის ფასი გაზრდილია. ლოგიკურია, თუ პურის ფასი არ გაიზრდება, საბოლოდ განწირული იქნება ეს ბიზნესი. შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სუბსიდია არ შველის და სუბსიდიის თანხაც საკმარისი არ არის. 1 კილოგრამ პურზე 40-50 თეთრით აიწევს ფასი, შესაბამისად საცალო პროდუქტი 20-25 თეთრით გაძვირდება.
ფქვილი არ არის მხოლოდ პურის შემადგენელი, ყველაფერზე ფასი მომატებულია, 6-7 დოლარით ტონა ხორბლის გაიაფება ამინდს არ ქმნის. ფასებს გადავხედავთ, როცა გვეცოდინება იქნება თუ არა ისევ ფქვილის სუბსიდირება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პურის ფასი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელიც გაძვირდა. მხოლოდ გაზის და ფქვილის სუბსიდირება ვერ შეაკავებს ფასების ზრდას. კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ მუდმივად სუბსიდირების გაგრძელება შეუძლებელია“, - აცხადებს გიორგი დოლიძე, კომპანია „დია ამოს“ ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობას 4 თვის განმავლობაში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ფქვილის სუბსიდირებისთვის 8 მილიონი ლარი დახარჯა. მომდევნო სამი თვით პროგრამის გაგრძელებისთვის კი დაახლოებით 7 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. აირჩევს თუ არა მთავრობა პურზე ფასის დასაჭერად ისევ სუბსიდიის გაგრძელების გზას, ამის შესახებ თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი