15.ივლისი .2022 15:44

ივლისის პირველ კვირაში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ივლისის პირველ კვირაში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა - თიბისი კაპიტალი
views 544
უკან

თიბისი კაპიტალის აღდგენის დინამიკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ივლისის პირველი კვირა უძრავი ქონების სექტორისთვის ახალი გაცემული იპოთეკური სესხებისა და თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ზრდით დაიხურა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 1-7 ივლისის პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა გაიზარდა და ის 2021 წელთან შედარებით +8%-ს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა კი გასული წლის ანალოგიურ კვირასთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.