მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში $208 მილიონის ფულადი გზავნილები ჩამოირიცხა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ფული?

611a5238d5aef
BM.GE
16.08.21 15:44
1803
2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ივლისში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან ჩამოირიცხა.



2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (83.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის (22.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.