მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში 270 მლნ ლარის იპოთეკური სესხი გაიცა - „თიბისი კაპიტალი“

5f5b2ed03a7bf
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 10:44
1030
„ბოლო მონაცემებით, იპოთეკური სესხების 38% არის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარი“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევენის უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

„თვითონ იპოთეკებში საინტერესო ტრენდი ფიქსირდება. მეორე კვარტლის განმავლობაში გაცემული იპოთეკური სესხების შეფარდება გაყიდულ ბინებთან დაახლოებით 33% იყო. წინა წლების საშუალო მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, სულ 40%-დან 50%-მდე მერყეობს ხოლმე. ხოლო ივლისში ეს პროპორცია 50%-ს ზემოთ არის დაბრუნებული, ანუ იპოთეკით ფინანსდება უფრო მეტი ბინის გაყიდვის ტრანზაქცია, ვიდრე წინა თვეებში ფინანსდებოდა“, - აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა.

თორნიკე კორძაიას თქმით, ივლისში 270 მლნ ლარის იპოთეკა არის გასული, მაშინ როდესაც ივნისში გასული იყო 164 მლნ ლარი, ხოლო მანამდე წინა თვეებში 40 მლნ და 19 მლნ ლარი.

„იპოთეკური სესხების ძირითადი ზრდის გამომწვევი აბსოლუტში ისევ და ისევ ლარი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ივლისის განმავლობაში ზრდა ისევ უარყოფითია და -19%-ს შეადგენს, თუმცა ივნისთან შედარებით -52% იყო. იპოთეკური სესხების დაახლოებით სამ მეოთხედს ლარში გასული იპოთეკები შეადგენს“, - განაცხადა თორნიკე კორძაიამ.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა „საქმიანი დილის“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ, ლარში იპოთეკური სესხების ზრდის მიზეზებიც განმარტა: „ეს ბუნებრივია, რადგან ეროვნული ბანკის მხრიდან უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე შეზღუდვები არსებობს, მეორე სუბსიდირების პროგრამა ისევ და ისევ ლარის სესხებს ეხმარება და მოსალოდნელია რომ ჯამში ლარში გაცემული სესხების რაოდენობა ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში გაცემულის“.