31.აგვისტო .2020 12:00

ივლისში 3 935 ახალი საწარმო დარეგისტრირდა - კლება 5.2 %-ია

views 232
უკან

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში 3 935 ერთეული ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ახლადრეგისტრირებული საწარმოების სტატისტიკას კლებადი ტენდენცია ჰქონდა; გამონაკლისი მხოლოდ ივნისი იყო, როცა 10.7%-ით ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

ახალი საწარმოების რეგისტრაციის რეკორდული 92.9%-იანი კლება დაფიქსირდა აპრილში. სავარაუდოდ, ამის ძირითადი მიზეზი covid-19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა მიმდინარე წლის თვეების მიხედვით ასეთია:

იანვარი - 3 698 საწარმო , კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 4.2 %;
თებერვალი - 3 969 საწარმო, კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 8.9 %;
მარტი - 2 426 საწარმო, კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 47.5 %;
აპრილი - 307 საწარმო, კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 92.9 %;
მაისი - 3 184 საწარმო, კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 33.3 %;
ივნისი - 4 309 საწარმო, ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან - 10.7 %;
ივლისი - 3 935 საწარმო, კლება წინა წლის შესაბამის თვესთან - 5.2 %;

ცნობისთვის: 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 782 437 ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის 185 790 არის აქტიური. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით, აქტიურ სუბიექტებს შორის 43.5% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ხოლო 51.6% ინდივიდუალური მეწარმეა.

შეგახსენებთ: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ხოლო 7 თვეში ვარდნა 5.8% იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა