25.აგვისტო .2020 16:00

ივლისში დეპოზიტები 1.8 მილიარდით გაიზარდა

views 652
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის საბანკო სექტორში 30.54 მლრდ ლარის დეპოზიტია განთავსებული, რაც 1.77 მლრდ ლარით ანუ 6.16%-ით მეტია პირველი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით მეტი).

როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 684.57 მლნ ლარით ანუ 5.15%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.58%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.09 მლრდ ლარით ანუ 7.02%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.13%-ით).

სებ-ის ინფორმაციითვე, 1 აგვისტოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 39.42% იყო, რაც წინა თვის ანალოგიურ მონაცემზე 0.83 პროცენტული პუნქტით მეტია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.11 პროცენტული პუნქტით).

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა - 84.53%, ხოლო ევროს წილმა 14.11% შეადგინა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.68% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.54%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა