მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 3.9%-ით შემცირდა - საქსტატი

5f4ca809c6644
BM.GE
31.08.20 11:34
884
საქსტატის ინფორმაციით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველ 7 თვეში ეკონომიკის ვარდნამ 5.8 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის, კერძოდ, დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, ივლისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ 7.2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით არის შემცირებული.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის რეკორდული შემცირება აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ბრუნვის მოცულობა 32.8 %-ით შემცირდა და 4.2 მლრდ ლარს გაუტოლდა, მაისში ბრუნვა შემცირდა 22.2 %-ით 5.4 მლრდ ლარამდე, ხოლო ივნისში კლება - 6.2 % იყო და საწარმოთა ბრუნვამ 6.5 მლრდ ლარს მიაღწია.