31.აგვისტო .2020 14:40

ივლისში ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

views 374
უკან

საქსტატმა 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 1 933 პირზე დაიწყო (2019 წლის ივლისთან შედარებით ზრდა 9.3 %), მათ შორის 34 არასრულწლოვანი იყო.

ანგარიში, ასევე, მოიცავს კონკრეტული მუხლების საფუძველზე დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ მონაცემებსაც.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ივლისში სამართლებრივი დევნის პროცედურა სულ 46 პირზე დაიწყო. მათ შორის 30 პირს ბრალად ედება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ფარგლებში, 13 პირს ედება ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, ხოლო 3 მოქალაქეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ედავებიან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 37 შემთხვევაზე დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც მიმდინარე წლის ივლისის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია.

ცნობისთვის: საქსტატი სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას პროკურატურისგან, სასამართლო სისტემისგან და პენიტენციური სამსახურისგან იღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა