21.აგვისტო .2020 18:25

ივლისში ექსპორტის ფასების ინდექსი 10.9 %-ით გაიზარდა

views 298
უკან

ივლისში ექსპორტის ფასებიის ინდექსი ივნისთან შედარებით 0.2 %-ით გაიზარდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.8 %-ით.

საქსტატის ინფორამციით, ივლისში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი 10.9 %-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე 33.1 %-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 8.9 %-ით.

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფში ფასების ზრდა განაპირობა შემდეგ პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ:
• კვების პროდუქტები - ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან - 17.6 %;
• სასმელები - ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან - 4.8 %;
• ძირითადი ლითონები - ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან - 9.7 %;
2020 წელს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისის თვეში დაფიქსირდა, როდესაც ექსპორტის ფასების ინდექსი გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 19.9 % - ით გაიზარდა.

ექსპორტის ფასების ინდექსი ასახავს ქვეყანაში საექსპორტოდ წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ცვლილებას. რაც ნიშნავს იმას, რომ საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით საექსპორტო საქონლის წარმოება 10.9 %-ით გაძვირდა.

უფრო ვრცლად ექსპორტის მოცულობის შესახებ იხილეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა