მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა $306 მლნ იყო, ზრდა 47%

62fa09f9267b6
მარიამ ვარადაშვილი
15.08.22 20:40
985
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობამ 306 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წლიური ზრდის მიუხედავად, ივლისში ფულადი გზავნილები შემცირებულია 121.4 მლნ დოლარით ივნისთან შედარებით. ივლისის გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 30%-ს შეადგენს.

გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა 100.59 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოვიდა და წლიურმა ზრდამ 151%-ს მიაღწია. რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში მოცემულ პერიოდში დაახლოებით 33% იყო. გზავნილების კუთხით მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც ივლისში 35.96 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიურმა ზრდამ თითქმის 8%-ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა აშშ, საიდანაც ფულადი გზავნილები ივლისში წლიურად 12%-ით გაიზარდა და 28.56 მლნ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილს საბერძნეთი იკავებს 19.17 მლნ დოლარით, სადაც გასული წლის ივლისთან შედარებით გზავნილები 7%-ით არის შემცირებული. ფულად გზავნილებში მეხუთე ადგილზეა ისრაელი 16.72 მლნ დოლარით, აქ წლიურად 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.