მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში იმპორტის ფასების ინდექსი 1.9 %-ით გაიზარდა

5f3fcf1203da8
BM.GE
21.08.20 19:00
711
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივლისში იმპორტის ფასების ინდექსი გასულ თვესთან შედარებით 2%-ით, ხოლო გასული წლის ივლისის თვესთან შედარებით 1.9 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 1.9 %-ით, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავენის პროდუქციის ჯგუფზე ფასების 2.4 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.7 %-ით.

იმპორტის ფასების ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების ზრდამ, სადაც გასული წლის ივლისის თვესთან შედარებით ფასები 1.9 %-ით გაიზარდა და მთლიანი იდექსის ზრდაში შეტანილმა წვლილმა 1.76 % შეადგინა.

2020 წელს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა, როდესაც იმპორტის ფასების ინდექსი გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11 % - ით გაიზარდა.

იმპორტის ფასების ინდექსი წარმოადგენს ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყანაში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების საშუალო დონის მაჩვენებელს, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით იმპორტირებული სამრეწველო საქონელი 1.9 %-ით გაძვირდა.

უფრო დეტალურად იმპორტის მოცულობის შესახებ იხილეთ ბმულზე.