25.აგვისტო .2020 17:35

ივლისში ლარში გაცემული სესხები 233 მილიონით გაიზარდა

views 430
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) ივნისთან შედარებით 694.04 მლნ ლარით (2.05%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის 1 აგვისტოსათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 232.94 მლნ ლარით (1.61%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 461.10 მლნ ლარით (2.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.05%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.40%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.16 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46%-ით მეტი).

2020 წლის ივლისის განმავლობაში 2.37%-ით ანუ 395.84 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 17.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.72 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით),“ - ნათქვამია სებ-ის ანაგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა