31.ივლისი .2020 18:50

ივლისში პოლიტიკური შემოწირულობების 56% ოცნებამ მიიღო

views 288
უკან

გასული თვის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით ჯამში 483,618 ლარი გაიცა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მმართველ პარტიას ჯამში 10-მა ფიზიკურმა პირმა 273,000 ლარი შესწირა. ეს ივლისის განმავლობაში განხორციელებული ფულადი შემოწირულობების 56.4%-ია. რაც შეეხება სხვა პარტიებს - 86,645 ლარი "ლელომ" მიიღო, ენმ-ს შემოწირულობა 40,534 ლარი, პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობა კი 55,000 ლარი იყო. 

მმართველ პარტიას გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ფოთის პორტის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის, “Pace ჯორჯიას” მეწილეებმა შესწირეს. მათ პარტიის სასარგებლოდ 200,000 ლარი გადარიცხეს, რაც მთლიანად მმართველი პარტიის შემოწირულობების 73%-ია.

“PACE ჯორჯიას” მეწილეების შემოწირულობები:

● ირაკლი კერვალიშვილი - 60,000 ლარი;
● ლაურა ლარიონი - 60,000 ლარი;
● ირაკლი თათეიშვილი - 50,000;
● თეიმურაზ კერვალიშვილი - 30,000 ლარი.

Pace Group-ი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა. ორგანიზაცია ფოთის პორტის ცალკეული ნავმისადგომების ოპერატორია. ამ ნავმისადგომების მიმდებარედ კი ამჟამად ახალი ტერმინალი შენდება.

“PACE ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 96 მილიონ ლარს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში 57.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 8.4 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა