გასული თვის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით ჯამში 483,618 ლარი გაიცა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მმართველ პარტიას ჯამში 10-მა ფიზიკურმა პირმა 273,000 ლარი შესწირა. ეს ივლისის განმავლობაში განხორციელებული ფულადი შემოწირულობების 56.4%-ია. რაც შეეხება სხვა პარტიებს - 86,645 ლარი "ლელომ" მიიღო, ენმ-ს შემოწირულობა 40,534 ლარი, პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობა კი 55,000 ლარი იყო.
მმართველ პარტიას გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ფოთის პორტის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის, “Pace ჯორჯიას” მეწილეებმა შესწირეს. მათ პარტიის სასარგებლოდ 200,000 ლარი გადარიცხეს, რაც მთლიანად მმართველი პარტიის შემოწირულობების 73%-ია.
“PACE ჯორჯიას” მეწილეების შემოწირულობები:
● ირაკლი კერვალიშვილი - 60,000 ლარი;
● ლაურა ლარიონი - 60,000 ლარი;
● ირაკლი თათეიშვილი - 50,000;
● თეიმურაზ კერვალიშვილი - 30,000 ლარი.
Pace Group-ი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა. ორგანიზაცია ფოთის პორტის ცალკეული ნავმისადგომების ოპერატორია. ამ ნავმისადგომების მიმდებარედ კი ამჟამად ახალი ტერმინალი შენდება.
“PACE ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 96 მილიონ ლარს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში 57.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 8.4 მილიონი ლარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის