მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ქუთაისის აეროპორტი 94 000-მდე მგზავრს მოემსახურა

62ecefbbc3433
მარიამ ვარადაშვილი
05.08.22 14:24
437
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისის თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11 %-ით გაიზარდა. 

2022 წლის ივლისში აეროპორტი 93 919 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი 84 728 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივლისში, აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა და 330 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივლისი - 267 რეისი). 

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში  4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

1-ელი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air- მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.