მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში, საბანკო სესხები წინა წელთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

5f4d48ab076d9
თამთა ჯიჯავაძე
31.08.20 23:15
905
2020 წლის ივლისში, საბანკო სესხები წინა წელთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა და 34.5 მლრდ ლარს მიაღწია. ამის შესახებ საუბარია თიბისი კაპიტალის აგვისტოს ბოლო კვირის მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 14.7 მლრდ ლარს (+15.8% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 19.8 მლრდ ლარის ექვივალენტს (+11.7%* წ/წ) გაუტოლდა.

ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ივლისის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 0.5 პპ-ით (15.7%- მდე) იკლო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი განაკვეთი თ/თ 0.3 პპ-ით (6.6%-მდე) შემცირდა.

„სეგმენტების მიხედვით კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპმა შემცირება განაგრძო და, ივნისის წ/წ +22.6%-ის შემდეგ, წ/წ +20.0%* შეადგინა, ხოლო MSME დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით გაუმჯობესდა და წ/წ 14.9%-ით განისაზღვრა. ივნისის წ/წ 7.1%*-თან შედარებით, ასევე აჩქარდა საცალო სესხების ზრდის ტემპი და წ/წ 7.5%* შეადგინა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.