22.ივნისი .2021 12:00

ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა, სულ მილიონი დოზა - თამარ გაბუნია

ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა, სულ მილიონი დოზა - თამარ გაბუნია
views 2994
უკან

ჯანდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა, სულ მილიონი დოზა.

როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარია „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებზე.

რაც შეეხება „ჯონსონ & ჯონსონს“ და „ნოვავაკს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მათი ჩამოსვლა დაგვიანდება. 

„ვაქცინაციის პროგრამა არსებული დოზებით გრძელდება, ძირითადად, მეორე დოზები ტარდება დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, თუმცა ივლისიდან ველოდებით დამატებითი დოზებს შემოტანას ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაიშალოს. აქ იქნება ოთხივე სახის ვაქცინა სხვადასხვა რაოდენობით - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. ჯამში, ეს იქნება მილიონი დოზა.

წინასწარ ჯავშანს ვერ გავაკეთებთ, რადგან როგორც ხედავთ, ლოგისტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ძალიან მწვავედ გამოიკვეთა. რეგისტრაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც აეროპორტში და ჩვენს საწყობში იქნება ეს ვაქცინები. ლოგისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიმღები კლინიკა ანუ რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს, ასევე საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.