მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საქართველოში "ნოვოვაქსის" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინებს ელიან

609a9567c029d
BM.GE
11.05.21 18:33
3165

საქართველოში ივლისში შესაძლოა "ნოვოვაქსის" და "ჯონსონ ენ ჯონსონის" ვაქცინები შემოვიდეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელი ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ ვაქცინებს კოვაქს პლატფორმიდან ელოდებიან.

"კოვაქსისგან გვაქვს მოლოდინი, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონ ენ ჯონსონი" დაგვემატოს"-აღნიშნა გაბუნიამ.


იმის გამო, რომ ამცრელი პუნქტების დიდ ნაწილში ადგილები სრულად შევსებულია და მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, BM.GE დაინტერესდა, დაკავშირებულია თუ არა ეს პროცესი ვაქცინების შესაბამისი მარაგების არარსებობასთან.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ვაქცინების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"სინოფარმის" ვაქცინის დიდი ნაწილი, 40 ათასამდე დოზა, ან უკვე გამოყენებულია, ან ჯავშანია გაკეთებული. 10 ათასი დოზა დარეზერვებულია სტრატეგიულ ჯგუფებზე, რომელიც არის პოლიცია და პენიტენციური სისტემა. დაიწყება ასევე ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. ეს იქნება მხოლოდ შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ რაოდენობის დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ დაწესებულებებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი თქმით, თავისუფალი დოზები ჯერ კიდევ დარჩენილია.

"ასტრაზენეკას" მარაგს რაც შეეხება, როგორც გახსოვთ, 43 ათასი დოზა შემოვიდა, ალბათ 8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი შეგვიძლია გაკეთდეს. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება კოვაქსის პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" დოზები იმისთვის, რომ მეორე დოზების გაკეთება მოხდეს. ასე რომ, "ასტრაზენეკას" თავისუფალი დოზები გვაქვს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება "ფაიზერის" ვაქცინას, თამარ გაბუნიას თქმით, "ფაიზერთან" პირდაპირი მოლაპარაკება დაწყებულია 3-4 თვის წინ და სავარაუდოდ, მაისის ბოლოსკენ იქნება სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როდიდან.