23.აგვისტო .2020 11:06

ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტი შედგა - TOP-15 ქვეყანა

views 610
უკან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 45,842 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 94.8%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ვიზიტის ტიპებს, სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში საქართველოში 37.207 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა ანუ 93.5%-ით ნაკლები, ვიდრე - შარშან.

ცნობისთვის: ტურისტულ ვიზიტში იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ვიზიტის ადგილზე ღამე გაათენა.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ წინა თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან - თურქეთიდან, სომხეთიდან, ზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შედგა.




რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ვიზიტორების 94.5% - სახმელეთო გზით, 3.9% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი ქვეყანას, შესაბამისად, ვიზიტორთა 04% და 1.3% ეწვია.