მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სასტუმროების ფასების ინდექსი 13%-ით გაიზარდა

62fb6d3a0bcf8
მარიამ ვარადაშვილი
16.08.22 16:00
747

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივლისში, ივნისთან შედარებით, 13.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთსა (30.1%) და აჭარაში (22%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი კახეთში (1.6%).

მოცემულ პერიოდშო 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 173 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 276 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი ივლისში 118 ლარი იყო. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 563 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1001 ლარი შეადგინა, თბილისში - 619, აჭარაში - 612, ხოლო კახეთში - 522 ლარი.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.