მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს

630875bd62a0f
ნინო ტაბატაძე
26.08.22 11:24
1805
გზათსარგებლობისთვის ტარიფის გაძვირებამ საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდა. ივლისში სატვირთო ავტომობილებმა ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს.

რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიორიაზე ივლისში 39,177 სატვირთომ გაიარა. 7 თვეში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავლები კი, 55.7 მლნ ლარია. წლიურ ჭრილში შემოსავალი 18.5 მილიონით, ანუ 49.9% გაიზარდა. სულ 7 თვეში საქართველოს დერეფნით 164,866 ტრაილერმა ისარგებლა.

აღსანიშნია, რომ საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.