29.აგვისტო .2019 14:06

ივლისში სომხეთის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა

views 2834
უკან

სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპმა ივლისის თვეში 8.1%-ი შეადგინა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. პაშინიანის განცხადებით, აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებელი "ძალიან შთამბეჭდავი იყო."

პაშინიანი ასევე წერს, რომ მრეწველობის დარგში ზრდა 16.1% იყო, მშენებლობაში 4.1%-ს შეადგენდა, ვაჭრობის სფეროში ზრდა 9.1%, მომსახურების სექტორში კი 14.9% იყო. 

სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაური ასევე წერს, რომ ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმარტებით საშუალო ხელფასის ზრდამ 8%, ხოლო ექსპორტის ზრდამ კი 19% შეადგინა. 

"ეს საკმაოდ კარგი რიცხვებია, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ამით ჩვენ ყველა ეკონომიკური პრობლემის გადაჭრა შევძელით, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივდივართ და პროგრესს განვიცდით,"- წერს პაშინიანი. 

2019 წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 7.2%, ხოლო მეორე კვარტალში კი 6.5% შეადგინა. წელს ქვეყანა საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდას და ინფრასტრუქტურის ხარჯვის ზრდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა