მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისიდან ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

628ddff060db7
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 11:53
1344
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 4 ივნისიდან ქალაქში ავტობუსის 5 და მიკროავტობუსის 3 ახალი მარშრუტი ამოქმედდება.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიზეზი გარკვეულ მიმართულებებზე მოცდის დროს შემცირებაა. 

"იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს.

მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.