მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბაზარზე კენკროვანი ხილის მურაბები გამოჩნდება - “მარნეულის ქარხანა” წარმოებას აფართოებს

62079883d9e4a
მარიამ იზორია
12.02.22 15:18
1267
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მიმდინარე წლის ივნისში მურაბების ახალ ხაზს დაამატებს და კომპანიის 5 დასახელების მურაბას კენკროვანი კულტურის პროდუქციაც დაემატება. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე პროდუქტი სატესტო რეჟიმით ჩაეშვება.

“კენკროვანი კულტურის პროდუქტი წარმოებაში არ გვქონია, ეს კომპანიისთვის სიახლეა. ჯერჯერობით ახალი ხაზი სატესტო რეჟიმით გაიყიდება, მომხმარებლის განწყობის შესაბამისად კი წარმოება გაიზრდება.

რაც შეეხება პანდემიას, შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. ახალი წლის შემდგომ პერიოდში მოთხოვნა იკლებს, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს მალევე დაუბრუნდა” - ამბობს “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორი.

აღსანიშნია, რომ "მარნეულის სასურსათო ქარხანა" ჯამში 60 დასახელების პროდუქციას ქმნის. პროდუქციის ჩამონათვალს კომპანიამ იანვრიდან ორი ახალი პროდუქტი - ტყემლის მარინადი და მწვანე აჯიკაც დაამატა.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, წლიურად 30 000 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. კომპანიის პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე, 20% კი საექსპორტო ბაზრებზე იყიდება.