მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ექსპორტი 13.1%-ით შემცირდა და $266.9 მლნ დოლარი შეადგინა

5f0c088e25c8b
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.20 11:11
958
ივნისში საქართველოს ექსპორტი 13.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყენებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა  $266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $40.3 მილიონით (13.1%-ით) ნაკლებია. 

ასევე, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტიც, რომელმაც გასული თვის განმავლობაში $576.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით $120.1 მილიონით (17.2%) ნაკლებია. 

ჯამურად იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი $1.5 მილიარდი აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3.56 მილიარდი აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში $2 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.