ივნისის პირველ ნახევარში ლანჩხუთში „ელსელემას“ სამკერვალო საწარმო გაიხსნება. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა. მისი თქმით, ქარხანაში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ელგუჯა მამასახლისის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმო 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. მათი ნაწილი მიმდებარე სოფლებიდანაა და ტრანსპორტირებას "ელსელემა" უზრუნველყოფს.
„ჯერჯერობით, დიდი შეკვეთები არ გვაქვს, თუმცა პირველ ეტაპზე დავამზადებთ სპეცფორმას. არიან კონკრეტული კომპანიები, რომელებთანაც გვაქვს ხელშეკრულებები, ზოგიერთი შეთანხმება განხილვის სტადიაზეა. ამ დროისთვის მსხვილ შეკვეთებზე აქცენტს არ ვაკეთებთ, რადგან თანამშრომლებმა ყველაფერი კარგად უნდა ისწავლონ, რათა საექსპორტო პროდუქცია დაამზადონ. ივნისში მთლიანად დაკავებული ვიქნებით სწავლება-კერვით, ხოლო ამის შემდეგ გავრისკავთ და ექსპორტისთვის მოვემზადებით", - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.
საწარმოს დამფუძნებლის თქმით, შეკვეთებზე გარკვეული შემოთავაზებები ბელგიური და ჰოლანდიური კომპანიებისგან აქვს, თუმცა მათთან მოლაპარაკებების გააქტიურებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, როცა დარწმუნდება, რომ საწარმო ამისთვის მზად არის.
„რაც შეეხება „მონკლერს“, რომელთანაც ადრე ვთანამშრომლობდით, მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე ფიქრობენ, პანდემიიდან გამომდინარე უღირთ თუ არა შეკვეთა მოგვცენ, მაგრამ უარს არ ამბობენ. სურვილი აქვთ თანამშრომლობის, თუმცა ეპიდსიტუაციის სტაბილურობის კუთხით სიმყარე გვჭირდება“, - დასძინა მამასახლისმა.
მწარმოებელი განვითარებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად პანდემიურ შეზღუდვებს ასახელებს.
„ბუნებრივია, ხელს მიშლიდა პანდემიური შეზღუდვები, რადგან მაგალითად, ახლა ერთ თანამშრომელს ვუშვებთ თურქეთში ბაზრის შესასწავლად, ნედლეულის ფასები უნდა ნახოს და ა.შ. უწევს უამრავი პროცედურის გავლა იქ წასასვლელად“, - ამბობს ელგუჯა მამასახლისი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი