მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში რეალური მშპ-ის მაჩვენებელმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა - "თიბისი კაპიტალი"

610791573091d
ინგა მურუსიძე
03.08.21 09:00
904
წინასწარი შეფასების მიხედვით, 2021 წლის ივნისში რეალური მშპ წ/წ 18.7%-ით გაიზარდა და ჩვენს 17.2%-იან მოლოდინს გადააჭარბა. ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა.

მეორე კვარტალში საშუალო ზრდამ წ/წ 29.8% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით კი, ივნისში რეალური მშპ - 9.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 12.6%-ით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის დონეს.

კვლევაში წერია, რომ წლიურ ჭრილში ზრდა დაფიქსირდა შემდგომ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და საფინანსო & სადაზღვევო საქმიანობები. ამასთან, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო.