საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ივნისის თვის ფულადი გზავნილების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს გზავნილების მოცულობა 112%-ით გაიზარდა და მან $427 მილიონს მიაღწია. მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში გზავნილების სახით 1.78 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 65%-ით მეტია.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია. თუკი წარსულში რუსეთიდან გზავნილების მთავარი წყარო ამ ქვეყანაში მომუშავე ქართველები იყვნენ, ახლა გზავნილები ძირითადად რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული მოსახლეობის გადმორიცხვებს წარმოადგენს.
რუსეთის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. 27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი 18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.
1. რუსეთის ფედერაცია - $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%
2. იტალია - $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
3. აშშ - $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
4. საბერძნეთი - $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
5. ყაზახეთი - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%
6. ისრაელი - $16.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
7. გერმანია - $14.0 მილიონი, მატება წინა წელთან 44%
8. თურქეთი - $8.4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. ყირგიზეთი - $7.0 მილიონი, მატება წინა წელთან 519%
10. ბელარუსი - $5.3 მილიონი, მატება წინა წელთან 756%
მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში 750 მილიონი დოლარის გზავნილები შემოვიდა. იტალიიდან გადმორიცხვები 208 მილიონი დოლარი, აშშ-დან კი $147 მილიონი დოლარი იყო.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი