ივნისში, ადგილობრივ ბაზარზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი შემცირდა, ხოლო სუპერსა და პრემიუმზე 5-10 თეთრით გაიზარდა. ასევე, 40-45 თეთრით გაძვირდა დიზელი. ამის შესახებ BM.GE-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ქვეყანაში არსებულ საწვავის ფასების ტენდენციაზე საუბრისას განუცხადა.
მან განმარტა, რომ ქვეყანაში საწვავის ღირებულებას საიმპორტო ბაზრებზე არსებული ფასები განსაზღვრავს. ვანო მთვრალაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დიზელის შემთხვევაში ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარეობს.
„კრიტიკულად რთული ვითარებაა დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან დიზელის საერთაშორისო ფასები „პლატსის“ მიხედვით მნიშვნელოვნად გაზრდილია, მეორე ფაქტორი ის არის, რომ მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა დიდი პრობლემებია. აზერბაიჯანიდან 2 თვეზე მეტია დიზელის მოწოდება არ ხდება და ეს ფაქტია. მიზეზი აზერბაიჯანის დიზელის საწარმოო ქარხნის გადაიარაღებაა. საქართველოში რეალიზებული დიზელის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ მოკლე იყო. გარდა ამისა, რუსეთიდან დიზელის საწვავი საკმაოდ შეფერხებებით მოდის. ამ ფაქტორებმა, დიზელის ფასი ერთი თვის განმავლობაში 40-45 თეთრით გაზარდა“, - განმარტა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება, ბენზინის ფასებს, აქ ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი საწვავის ფასს მისი ტიპების მიხედვით განიხილავს და აღნიშნავს, რომ მაისში რუსეთიდან დიდი რაოდენობით იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის შემოტანამ გასამართ სადგურებზე ამ პროდუქტის გაიაფება გამოიწვია, სხვა ტიპის ბენზინი კი მაისთან შედარებით ივნისში გაძვირდა.
„ბენზინთან მიმართებით არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს. რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი შემცირებულია. რუსეთიდან ამ კატეგორიის საქონლის დაბალ ფასად შემოტანამ ადგილობრივ ბაზარზე ამ ტიპის საწვავის ფასის შემცირება განაპირობა.
რეგულარის ტიპის საწვავი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. აპრილის თვიდან, როდესაც რუსეთიდან დაბალფასიანი საწვავის შეთავაზება გაჩნდა, უკვე მაისში რუსეთიდან დიდი მოცულობით რეგულარის საწვავი შემოვიდა. როდესაც საერთაშორისო ფასთან შედარებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტი პირობითად 400 დოლარით იაფად შემოიტანონ, კომპანიებს ალტერნატივა არ რჩებათ, რომ ეს შეთავაზება მიიღონ. შედეგად, ამ ტიპის საწვავის ფასი არაბრენდირებულ სადგურებზე 3 – 3.05 ლარი ღირდა.
პრემიუმ და სუპერის ტიპის საწვავი კი ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო ფასით მოდის. იმის გამო, რომ საერთაშორისო ფასი მსოფლიოში გაზრდილია, აქაც საშუალოდ ფასები 5-10 თეთრით არის გაზრდილი“, - უთხრა BM.GE-ს ვანო მთვრალაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი