მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში 3 378 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - Colliers International

60f032ec567be
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.21 10:10
1326
2021 წლის ივნისში თბილისში 3 378 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
Colliers International-ის უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 2019 წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 153 მლნ დოლარი შეადგინა.

2021 წლის ივნისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,165 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის ივნისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, ძველი ბინების ბაზრის ღირებულება კი 20%-ით, 51 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ახალაშენებული ბინების ეკონომ-სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა; მედიუმ-სეგმენტი 34%-ით და პრემიუმ-სეგმენტი კი 20%-ით შემცირდა.