მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ტურიზმის შემოსავალი 97%-ით შემცირდა

5f0f032b336b3
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.20 17:39
1284
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 96.7%-ით, ანუ $328.8 მილიონით შემცირდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ თვეში საქართველოს საზღვარი სულ 38,000-მა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 95.8%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ დრომდე არ აქვს გამოქვეყნებული დეტალური სტატისტიკური ანგარიში იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნების ვიზიტორები ჭარბობდნენ გასულ თვეში საქართველოში შემოსულ უცხოელთა შორის. 

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არის აღდგენილი, სავარაუდოდ, ტურიზმის შემცირების მაჩვენებელი ივლისის თვისთვისაც ისეთივე მკვეთრი იქნება, როგორც ივნისში იყო.