მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იწის მარანი”: ისეთ ბაზრებს ვეძებთ, სადაც მაღალ ფასს იხდიან

5fddda2b34161
ლიკა გურაბანიძე
20.12.20 09:50
742

2020 წელს რაჭის რეგიონში, 2 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა, რაც ძირითადი ბაზაა ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ხვანჭკარას” საწარმოებლად.

რაჭული ღვინის მწარმოებელი მცირე მარნის წარმომადგენელი რუსეთს მთავარ საექსპორტო ბაზრად არ მიიჩნევს, მეტიც იქ ღვინო საერთოდ არ გააქვს და მისი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი ბაზარი ამერიკაა.

როგორც დავით თამარაშვილი, “იწის მარნის” მთავარი მეღვინე bm.ge-სთან აღნიშნავს, ამერიკის ბაზარზე ხარისხიან ღვინოში მაღალ ფასს იხდიან. 

“ჩვენ მაღალი ხარისხის ღვინოები გვაქვს და შესაბამისად ისეთ ბაზრებს ვეძებთ, სადაც მაღალ ფასს იხდიან, ხოლო ასეთია ამერიკა. იქ დაახლოებით თვენახევრის წინ ჩვენ წითელი მშრალი ღვინო ალექსანდროული გავგზავნეთ და ახლა მეორე პარტიას ვაგზავნით. მცირე პარტიებია, მგრამ საკმაოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს” - განმარტა თამარაშვილმა.