მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იწის წყალი" $1 მლნ-ის პროდუქციას რუსეთში გაიტანს

5e3f2db637808
ანი ციხისთავი
09.02.20 10:00
2641
მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანია "იწის წყალი" მარტში 1 მლნ აშშ დოლარის პროდუქციას ექსპორტზე რუსეთში გაიტანს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ გურგენიძემ ისაუბრა.

გურგენიძის თქმით, რუსულ კომპანიასთან, რომლის თანადამფუძნებლები ქართველებიც არიან, "იწის წყალმა" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პირველ ეტაპზე რუსეთში დაახლოებით 3 მლნ წყლის ბოთლი გავა. შუშის ბოთლის ფასი - 27 ცენტი, ხოლო პლასტმასის 15 ცენტი იქნება.

ექსპორტისთვის განკუთვნილ ეტიკეტს "იწის წყალი" რუსული კომპანიის მოთხოვნების მიხედვით ამზადებს, რომელზეც მწარმოებლის სახელიც იქნება მითითებული.

"ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. რადგან რუსეთში კონკურენცია ხარისხთან არის დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წყალი იქაური ბაზრის კონკურენციას გაუძლებს. ქართულ ბაზარზე უფრო რთულია ოპერირება. აქ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებზე საუბარიც არ მსურს",- აცხადებს "იწის წყლის" ხელმძღვანელი.

"იწის წყალი” თავის პროდუქციას აბროლაურის რაიონის მაღაზიებსა და თბილისის რესტორნებში ყიდის. "თბილისის მარკეტებში პროდუქცია ვერ შეგვაქვს, ისევ და ისევ კონკურენციის გაწევის სირთულიდან გამომდინარე",- აღნიშნავს გურგენიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "იწის წყალმა" პროდუქციის წარმოება 2018 წლიდან დაიწყო. კომპანიის საწარმო "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და დღეისათვის 15 ადამიანს ასაქმებს.