მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იწონებენ თუ არა მინისტრები საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების მოდელს?

5efdecffd0608
თელარა გელანტია
02.07.20 19:20
1195
უკვე მეორე წელია მთავრობა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კი, ფონდს ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. საპარტნიორო ფონდში იმედი აქვთ, რომ რეფორმირების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთ საკვანძო საკითხს რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ამის შესახებ “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

გიორგი დანელიას თქმით, ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მოდელისკენ იხრება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

Bm.ge-მ გადაწყვიტა, ამ საკითხზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრების პოზიციაც მოესმინა, მაგრამ როგორც - ფინანსთა, ისე ეკონომიკის მინისტრებმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა: „ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული. გაიგებთ ყველაფერს“.

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი: „ინტენსიურად ვმუშაობთ და მგონია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაიდება მათი განვითარების სტრატეგიული გეგმა და ალბათ აისახება კიდეც 2021 წლის ბიუჯეტში, თუ ამის საჭიროება არის“.