მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იხარჯება თუ არა ბიუჯეტის ფული უცხოელი ეკონომისტების დაქირავებაზე

5ee8a56fc513d
ინგა მურუსიძე
16.06.20 15:28
1242
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე, დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტები მუშაობენ.

დღეს, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე დაინტერესდა, ვინ არიან უცხოელი ექსპერტები, რა ჯდება მათი მომსახურება და რა დავალება აქვთ მიცემული.

კითხვის ადრესატი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იყო, რომელმაც დეპუტატის კითხვის პასუხად თქვა, რომ ექსპერტების მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ იხარჯება.

"ზუსტად არ ვიცი, ვინ არიან, რადგან მათთან ურთიერთობაში არ ვარ ჩართული, თუმცა ვიცი, რომ მათი მომსახურეობა ბიუჯეტიდან არ არის დაფინანსებული. ამ ექსპერტების მოძიებასა და მათი სამუშაოს ანაზღაურებაში დონორები არიან ჩართული. შესაბამისად, ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც უნდა მომზადდეს, ეს იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი, შემდეგ სამ წელზე გათვლილი გეგმა... დღეს კი, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არაპროგნოზირებადია, ეკონომიკურ პოლიტიკასადა ეკონომიკურ სტრუქტურაზე, ვერცერთი საერთშორისო ექსპერტი ვერ გააკეთებს პროგნოზებს“, - განაცხადა კაკაურიძემ. 

ვინ არიან უცხოელი ეკონომისტები, რომლებიც პრემიერის თქმით, პოსტ-კრიზისულ გეგმაზე მუშაობენ