მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყიდე აშშ-ში და თვალი ადევნე, როგორ ჩამოდის შენი ავტომობილი - Сarload-ის ახალი სერვისი

5e2d85fb54ab7
თელარა გელანტია
26.01.20 16:27
1838
იყიდე აშშ-ში და თვალი ადევნე, როგორ ჩამოდის შენი ავტომობილი - ეს Сarload-ის სლოგანია. 10-წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მომხმარებელს ავტომობილების შეძენის გამარტივებულ სერვისს სთავაზობს.

როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა განუცხადა, Сarload-მა, რომელიც დღეს ასეულობით დამკვეთს ემსახურება, ახალი ვებ-პლატფორმა შექმნა, რომლითაც ყველა ის მომხმარებელი ისარგებლებს, ვინც აუქციონზე შეძენილი ავტომობილის ტრანსპორტირებას ელის.

www.carload.ge -ე ს არის სივრცე ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც ამერიკის აუქციონებით არის დაინტერესებული. ავტომობილის შეძენის შემთხვევაში მყიდველს თავად ექნება შესაძლებლობა, ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნოს საკუთარ შენაძენს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს იმ ტანკერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც თურქეთისკენ მიემართება, თურქეთის შემდეგ კი, გემის შესახებ, რომელიც უკვე ფოთისკენ ან ბათუმისაკენ მოემართება. საიტზე განთავსებული პროგრამა მომხმარებლებს ამის შესაძლებლობას თავისუფლად აძლევს. აუქციონზე შეძენილი ავტომობილების ფოტომასალა და სხვა სახის ინფორმაცია ყველა ეტაპზე დეტალურად თავსდება ვებ-გვერდზე, რაც დამფუძნებლების თქმით, ზრდის სანდოობის ხარისხს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან - „მაერსკ“ და MSC-სთან. სწორედ ამიტომ, ჩვენთან მოწოდების ხარისხი საქართველოში ყველაზე მაღალია, ხოლო სერვისის ფასი დაბალი, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ჩვენ შევქმენით გამარტივებული ქართული პლატფორმა სადაც მყიდველს ექნება შესაძლებლობა ყოველდღიურად ადევნოს თვალი საკუთარ შენაძენს. ჩვენ ვაზღვევთ შენაძენს და ვამცირებთ რისკებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიას აქვს ავტო-იმპორტის სერვისი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც“, - ამბობს bm.ge-ისთან „ქარლოუდის“ დამფუძნებელი  ლევან ლუხავა.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ის აუქციონებზე 6 ათასამდე ავტომობილი შეიძინა, რომელთა ტრანსპორტირებაც ფოთის პორტამდე მოხდა.

„ჯამურად, ეს იყო 30 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი. წლის ბოლოს კი გვქონდა 200 %-იანი ზრდა“, - აღნიშნა ლუხავამ.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, მათი სერვისის მეშვეობით ავტომობილებს საქართველოს გარდა, სომხეთის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუის და ყაზახეთის მოქალაქეები ყიდულობენ.