19.დეკემბერი .2019 14:50

იყიდება თუ არა ბათუმის პორტი - თურნავას განმარტება

views 532
უკან

ბათუმის პორტის გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ინფორმაცია არაზუსტია. ბათუმის პორტი უკვე დიდი ხანია ოპერირებაში აქვს გადაცემული ყაზახურ კომპანიას, რომელიც ამუშავებს ამ პორტს. ამასთან, ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია, რომ სომხურ მხარეს ინტერესი გამოეხატა, არ არის ცნობილი. თუკი მსგავსი რამ იარსებებდა, ჩვენთვის იქნებოდა ცნობილი. ასე რომ, არანაირად არ ვადასტურებთ. ვაზუსტებ, რომ სახელმწიფოს ეს ობიექტი არ ეკუთვნის და გასაყიდად ვერ იქნება გატანილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ომხეთის საზოგადოებრივი რადიო სომხურ გამოცემა „ჟამანაკზე“ დაყრდნობით წერს, რომ "სომხეთი ბათუმის საზღვაო პორტის შესყიდვით არის დაინტერესებული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 600 მილიონ აშშ დოლარად ყიდის".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა