მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იყო დათქმა, რომ ქმედით ნაბიჯებს უმოკლეს ვადებში გადადგამენ" - არჩილ გაჩეჩილაძე პრემიერთან შეხვედრას აფასებს

60646b967d89b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 16:27
844
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ პრემიერმინისტრისა და ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი იყო იმ პრობლემატიკაზე, რაც მაკროდონეზე ბიზნესს აწუხებს.

„იყო დათქმა და ლაპარაკი იმასთან მიმართებით, რომ ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღონ უმოკლეს ვადებში, რაც იმედისმომცემია.

მაკროეკონომიკური ტიპის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის, მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - მაგალითად, ლარის სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, სასამართლოს კუთხით ცოტა უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ დროში იწელება ხოლმე პროცესები“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.