04.სექტემბერი .2019 14:30

„იყო დრო, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი კომერციული ბანკი იყო, ბევრი ბანკი კოტრდებოდა"

views 244
უკან

„იყო დრო, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი კომერციული ბანკი იყო, ბევრი ბანკი კოტრდებოდა და თანხაც იკარგებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე კომერციული ბანკების სერიოზული რეგულირება დაიწყო მათი რაოდენობა შემცირდა,“ - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საფინანსო სექტორში ამოქმედებულ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

გვენეტაძის განმარტებით, ბანკები გახდნენ საიმედო და საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა გახდა. მისივე თქმით, ახლა იგივე პროცესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მიმდინარეობს.

„ბანკები გახდნენ საიმედო, საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა გახდა და ეს არის სექტორი, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება, რომელშიც ინტერესი უცხოელი ინვესტორების არის ძალიან დიდი. იგივე პროცესი ხდება ახლა მიკროსაფინანსო სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სექტორი ქვეყნისთვის აუცილებელია, მაგრამ აუცილებელი არის არ იმ მხრივ, რომ ასეთი ორგანიზაცია ბევრი იყოს, არამედ იმ მხრივ, რომ ეს იყოს საიმედო ორგანიზაცია, რომელიც წესების, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის შესაბამისად წარმართავს თავის ფუნქიონირებას. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სწორედ ამისკენ არის მიმართული“ - განაცხადა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა