მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს დავალიანება მრიცხველის წაკითხვის გარეშე დაარიცხეს - დარღვევები "თელასში"

621ca7e364755
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.22 23:59
1099
სემეკმა "თელასი" აბონენტებისთვის დარიცხული ზედმეტობებისა და სხვა ხარვეზების გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე მიიღო.

რა დარღვევები აღმოაჩინა სემეკმა კომპანიების - "თელასი" და "თელმიკო"- შემოწმების დროს, ამის შესახებ მარეგულირებლის თავმჯდომარემ “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა.

დავით ნარმანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "თელასი" დარღვევებს ადამიანური ფაქტორებით ხსნის, სემეკი მიჩნევს, რომ სახეზეა სისტემური პრობლემები. მაგალითად, დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა წამკითხველი ადგილზე არ მივიდა და წინა თვეების დარიცხული დავალიანებიდან გამომდინარე დაარიცხა აბონენტებს დავალიანება.

“მარეგულირებელი კომისია 3 თებერვლიდან სწვალობდა "თელმიკოსა" და "თელასში" არსებულ მდგომარეობას დარიცხვებთან დაკავშირებით.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევამოწმეთ მრიცხველები ლაბორატორიულად; ამისთვის გამოვიყენეთ "თელასში" არსებული ლაბორატორია. გარკვეული ნაწილი მრიცხველებისა იყო ხარვეზიანი, რაზეც თვითონ მომხმარებელიც აკეთებდა განცხადებებს.

ასევე, შევისწავლეთ მრიცხველების წაკითხვის ბიზნესპროცესი სრულად; შევისწავლეთ სატრანსფორმატორო პუნქტები, აქ მიღებული ენერგია, რომელიც ნაწილდებოდა მომხმარებელში და მოხდა ტრანფორმატორის მიერ გაცემული ენერგიის შედარება ჯამში აბონენტებისთვის დარიცხულ ენერგიასთან - მთელი ბიზნესპროცესი შესწავლილია. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთვევაში წამკითხველები, რომლებიც იყვნენ მისული, წაიკითხეს, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევრის მონაცემები ადგილზე არ იქნა წაიკითხული და პირობითი დარიცხვები განხორციელდა”, - აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, არასწორი დარიცხვის 10 ათასამდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რომლებიც დაკორექტირდა.

“ვისაც ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, მომდევნო თვის ანგარიშში ზედმეტობაში დაუჯდათ და გაიქვითება”, - აცხადებს ის.