მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო შეპირება და 24-ში უნდა მოხდეს სავაჭრო ცენტრების გახსნა - სოსო ფხაკაძე

5fdf66c684881
ელენე გოგბერაშვილი
20.12.20 19:00
2517

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მათ რიგებშია, ვინც თვლის, რომ 24 დეკემბერს, როგორც ეს აქამდე იყო დაანონსებული, სავაჭრო ცენტრებს დროებით გახსნის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. როგორც ფხაკაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს.

"უნდა მიეცეს ბიზნეს საშუალება 24-დან იმუშაოს. ჯერ ერთი ასეთი შეპირება იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეც, წლის ბოლოს და განსაკუთრებით ამ პერიოდში მიდის ყველაზე მეტად გაცხოველებული ვაჭრობა. სავაჭრო ცენტრები რა მდგომარეობაშია კარგად გვესმის, ამიტომ პულსზე გვიდევს ხელი და ამიტომ კარგად ვიცით, რაოდენ რთულ ვითარებაში არიან. ეს ერთკვირიანი პერიოდი ჟანგბადის შეშვების საშუალება ნამდვილად იქნება. ამიტომ ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნას.

ამასთან როგორც რიგითი ბიზნესმენი გეტყვით, რომ ამავდროულად უნდა იყოს გათვალისიწნებული ეპიდსიტუაცია. ძალიან მძიმეა საუბარი, როცა ბიზნესმენი ხარ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს და ამ მხრივაც ძალიან მძიმე ვითარებაა. შეიძლება რამე აღადგინო ბიზნესში შრომის და ჯაფის შესაბამისად, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეს ვეღარ დაიბრუნებ. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“-აცხადებს ფხაკაძე.

მისი თქმით, რადგან მთავრობამ დაანონსა, რომ 24 დეკემბერს მოხდებოდა გახსნა, ეს პერიოდი სავაჭრო ცენტრების მენეჯმენტი ემზადებოდა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ მომხდარიყო გახსნა.

„ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა მიეცეთ მათ ამის საშუალება და ამისათვის ყველანარი მექანიზმია ამუშავებული. თუ კიდევ დამატებით არის რაიმე საჭირო, დარწმუნებული ვარ სავაჭრო ცენტრები მზად იქნებიან ეს მოთხოვნებიც დაიცვან“-აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

 

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.