მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო თუ არა დივერსია და რა დავა აქვთ „ვარკეთილი 96“-ის მეწილეებს? - იურისტი

5ee9d1613903d
ინგა მურუსიძე
17.06.20 12:24
1405
ადგილი ჰქონდა თუ არა დივერსიას და რა დავა აქვთ შპს „ვარკეთილი 96“-ს მეწილეებს? - კომპანიის იურისტი ნანა წულაძე
სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ბაზრობის რეაბილიტაციის მაკეტი არსებობდა და ხანძარი განგებ გააჩინეს.

„არავითარი მაკეტი არ არსებობს, იქ უბრალოდ მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ ბაზრობა კოვიდ-19-ის სტანდარტებს მორგებოდა“, - აღნიშნა მან.

ხანძრის გაჩენის კიდევ ერთ ვერსიაზე, რომლის თანახმად, შესაძლოა, ბაზრობის გადაწვა მეწილეებს შორის არსებულ დავას უკავშირდებოდეს, იურისტი ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„შპს-ს 5 მეწილე ჰყავს, ერთის წილს ადევს ყადაღა, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ბაზრობას ჰყავდა 10%-იანი წილის მფლობელი ქალბატონი მსხვილაძე, რომელმაც 2018 წელს წილი გაასხვისა და 200 000 დოლარიც აიღო, ხოლო ამის შემდეგ სასამართლოში დავა წამოიწყო იმის შესახებ, რომ თავისი წილი ზეწოლის გამო გაყიდა. მას შემდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს“, - განაცხადა წულაძემ მედიაცენტრ "მთავარში" სტუმრობისას.

ინფორმაციისთვის: 15 ივნისის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხური დაიწვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბაზრობის მთლიანი სივრცე 9,399 კვადრატული მეტრია და ის სრულად შპს "ვარკეთილი-96"-ს ეკუთვნის, რომელიც სავაჭრო ფართებს მოვაჭრეებზე აქირავებს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მეწილეები არიან:

თემური პირველი - 30%;
გურამ ქაცანაშვილი - 20%;
კახაბერ კახიძე - 15%;
მზევინარი ხერგიანი - 15%;
პაატა ნუცუბიძე - 7.5%;
ვლადიმერ ფრუიძე - 5%;
იათამზე ქავთარაძე - 5%;
გენრიხ ხერგიანი - 2.5%.

ამასთანავე, სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ყადაღა ადევს ბაზრობის ტერიტორიის ნაწილს, რაც მესაკუთრეებს შორის არსებულ დავას უკავშირდება.

ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნუგზარ კახიძე 2018 წლის 21 მარტს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი შპს "ვარკეთილი 96"-ის 15%-იანი წილის მფლობელი იყო.

2018 წლის მაისში შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.ჩ. ძებნაში იყო.