მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყრის თუ არა კენჭს კალაძე მომავალ არჩევნებზე? - მერის პასუხი

60a377cb395ae
ინგა მურუსიძე
18.05.21 12:22
794
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დიდი დროა და მისი პოზიცია პარტიის პოზიციასთან ერთად მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები შემოდგომაზეა, დაველოდოთ. ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრია გასაკეთებელი. როცა ამის დრო მოვა, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მოქმედი მერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და დარწმუნებულია, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება ამ გუნდს.

„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი და მე ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მაქვს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი. სამომავლო გეგმებზე საუბარი ადრეა. როცა იქნება ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ“, - განაცხადა კალაძემ.