მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იზეიმე ბორის!" - ტრამპი ჯონსონს ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

5df3931fd5349
ნათია თაქთაქიშვილი
13.12.19 23:00
1309
დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირადი გვერდიდან ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

იგი აღნიშნავს, რომ „ბრექსითის“ შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების მიღწევა შეეძლებათ.

დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ შეთანხმებას აქვს პოტენციალი იყოს ბევრად უფრო დიდი და მომგებიანი, ვიდრე ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც შეიძლება იქნას მიღწეული ევროკავშირთან.

"იზეიმე ბორის!", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს 32,2%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა. აქტივობამ 67% შეადგინა.