მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იზოლაციის და კარანტინის ვადები შემცირდება

61dd3c7ce9269
ინგა მურუსიძე
11.01.22 12:10
2398
საქართველოში covid-თან დაკავშირებული იზოლაციის და კარანტინის ვადები შემცირდება. აღნიშნული უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისე NCDC-ს დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურეს. 

საქმე ის არის, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია და შესაძლოა, ვადები საქართველოშიც შემცირდეს.

„საკარანტინე ვადებთან მიმართებით მივყვებით ამერიკის და ევროპის ქვეყნების პროტოკოლებს. განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. კარანტინთან მიმართებით დღეს-ხვალ განახლებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია "ომიკრონის" მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისი იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში ეს ვადა ხანგრძლივდება 10 დღემდე, ხოლო თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც, რეჟიმი არის შეცვლილი. ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდებით და გადავწყვეტთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკვე შემუშავებულია ახალი პროტოკოლები, როგორც კონტაქტირებულების ისე ინფიცირებულების შესახებ და კარანტინის და იზოლაციის პერიოდი "გონივრულ ვადამდე" შემცირდება. 

„დღეს და ხვალ იქნება სამინისტროში ამ საკითხების განხილვა ანუ შემოკლდება იზოლირების ვადები როგორც ინფიცირების შემთხვევაში, ისე კონტაქტირებულების ვადა. ალბათ ეს საკითხი მინისტრის შესაბამისი დადგენილებით გამოქვეყნდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იზოლაციის წესების ძალიან მკაცრი დაცვა. ინფიცირებული ადამიანები არ უნდა დადიოდნენ მაღაზიებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.