მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იზოლაციის საფრთხე ჩნდება“ - პრეზიდენტი

62a8c5907bc2f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 21:33
781
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის იზოლაციის საფრთხეზე საუბრობს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოლდოვამ უფრო მეტი იმუშავა, ვიდრე - საქართველომ.

„მოლდოვამ შეძლო ის,რაც ჩვენ გვიჭირს, შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც ჩვენ ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია. ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური ნების და მზადყოფნის შესახებ კითხვებს აჩენს. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ძალიან მოკლე პერიოდში დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მოკავშირე და არც მეგობარი გვყავს, ვინც ჩვენს პოზიციას დაიცავს. ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ, მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა ყველა საკითხში, თუნდაც ომის დროს.

ამდენად იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მეორე ფრონტის შექმნილი მითი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.