12.სექტემბერი .2019 13:46

ჯაფარიძე: ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ

views 320
უკან

"ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, ჩვენ საქართველოს მომავლისთვის ვერთიანდებით", - ამის შესახებ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, საქართველოში საზოგადოდ წითელი ხაზების გავლების პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.

"როდესაც ადამიანები სიძულვილის ხაზებს ავლებენ ერთმანეთს შორის, ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი ტალღის შემოტანა, როდესაც პირიქით ადამიანები რაღაც დიდი მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან და არა ის, როდესაც ადამიანები ვიღაცის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ და ყოველთვის ამას გავიმეორებთ, ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, ჩვენ საქართველოს მომავლისათვის ვერთიანდებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა