მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar Land Rover-ი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს

608185ac0b024
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 21:00
582
Jaguar Land Rover-მა კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო წარმოება ორ ქარხანაში დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Jaguar Land Rover-ი ქარხნებში ავტომობილების წარმოებას 26 აპრილიდან გააჩერებს.

„მწარმოებელი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს კომპიუტერული ჩიპების მოწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კომპანიასთან, რათა შევამციროთ ჩიპების დეფიციტის ნეგატიური გავლენა ავტომობილების წარმოებაზე და უზრუნველვყოთ დროული მიწოდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Castle Bromwich-ის ქარხანში დაახლოებით 1,900 ადამიანია დასაქმებული და შემდეგი მოდელები იწარმოება Jaguar XE, XF და F-Type. ხოლო რაც შეეხება Halewood-ის ქარხანას, იქ Range Rover-ი, Evoque და Land Rover Discovery Sport-ი იწარმოება. აღნიშნული ქარხანა დაახლოებით 4,000 პირს ასაქმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჩიპების წარმოების პროცესის შეფერხება დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.